ნებისმიერი სცენარისთვის, იქნება ახალი საპარლამენტო არჩევნები (რისი ალბათობაც ძალიან დაბალი მგონია), თუ როგორც არის დაგეგმილი, მომდევნო არჩევნები გაისად ოქტომბერში ჩატარდება, დასაკარგი დრო არ არის და პარტიები დღეს უკვე უნდა ემზადებოდნენ მომავალი არჩევნებისთვის.
ეს არ უშლის ხელს, პარალელურად პროტესტში იყო, პირიქით, თუ სწორი საარჩევნო სტრატეგია გექნება, ეს გააძლიერებს მიმდინარე პროტესტსაც
ამომრჩეველიც უნდა ვემზადებოდეთ, რადგან მეტია გასაკეთებელი, ვიდრე უბრალოდ ხმის მიცემა
დავიღუპეთ და მეტი არჩევანი არ გვექნება არაფრის მომტანია. ასე იძახდნენ 2018-შიც, 2020-შიც, 2021-შიც, რომ ეს იყო ბოლო შანსი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ 2024-შიც გვქონია შანსი. კი, საარჩევნო გარემო ახლა უფრო რთულია, ვიდრე ნებისმიერ წინა წელს, მაგრამ, ქართულ ოცნებას რეალურად ასეთი მცირე მხარდაჭერა არასდროს ჰქონია და არასდროს ყოფილა ოფიციალურად არალეგიტიმური
არჩევნებისთვის მზადება არ ნიშნავს არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე პარტიის ბრენდირებული მაისურებით ფლაერების რიგებას და ტვ ეთერებში დროის ყიდვას. არჩევნებისთვის მზადება ნიშნავს, შინაარსის შექმნას, რატომ უნდა მოგცენ ხმა, რატომ გახდება ადამიანების ცხოვრება უკეთესი, ოცნების პროპაგანდაზე პასუხის გაცემას და აქტიური თანამოაზრეების პოვნას, რომლებსაც მინიმუმ იმის თქმა არ მოერიდებათ, ვის აძლევენ ხმას
თუ ყველაფერი ძველებურად გაგრძელდება, მომავალი არჩევნების შემდეგაც დაწერს რომელიმე პარტიის წევრი შეურაცხმყოფელ იგავს ჯანმრთელობის და თავისუფლების რისკის ფასად პროტესტში ჩართულ ადამიანებზე და ასე იქნება უსასრულოდ.





