რუსეთი

რუსეთში ჟურნალისტს "უცხოურ ორგანიზაციასთან ფარული თანამშრომლობისთვის" 4 წელი მიუსაჯეს

რუსეთში სასამართლომ ჟურნალისტ ნიკა ნოვაკს "უცხოურ ორგანიზაციასთან კონფიდენციალური თანამშრომლობისთვის" ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

ამის შესახებ გამოცემა Сибирь.Реалии წყაროზე დაყრდნობით წერს

ნოვაკი 2023 წლის დასასრულს მოსკოვში დააკავეს, წელს შემოდგომაზე კი იმიერბაიკალეთის მხარეში გადაიყვანეს. გასული წლის დეკემბერში მოსკოვის სასამართლოების პრესსამსახური ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ნოვაკი "უცხოური ორგანიზაციის წარმომადგენლად" დასახელდა, თუმცა არ აკონკრეტებდა, კერძოდ რომელ ორგანიზაციაზე იყო საუბარი.

საქმეს გრიფით საიდუმლოა და მისი დეტალები უცნობია. 

ორგანიზაცია Мемориал-ის პროექტმა პოლიტპატიმრების მხარდაჭერის შესახებ ნოვაკი პოლიტპატიმრად დაასახელა

Мемориал-ის ცნობით, ჟურნალისტი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მარიონეტულ რეჟიმებს უჭერდა მხარს და რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებას მხარს უჭერდა. 

2022 წელს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსში დაემატა მუხლი, რომელიც პატიმრობას ითვალისწინებს უცხოურ ორგანიზაციებთან ან სახელმწიფოებთან კონფიდენციალური თანამშრომლობისთვის, რაც იმ ინფორმაციის გადაცემასაც მოიცავს, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებას არ წარმოადგენს.

კომენტარები