ქართული ოცნების დეპუტატი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატი არ იქნება.
"[ირაკლი ღარიბაშვილი] კარგი პრეზიდენტი იქნება, თუ ის იქნება, მაგრამ ის არ იქნება იმიტომ, რომ გუნდი სხვაზე ჯერდება, მათ შორის, არც კოკო გამსახურდიაზე" - თქვა მდინარაძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.
მთავარმა არხმა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქართულ ოცნებაში პრეზიდენტობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილს ან კონსტანტინე გამსახურდიას განიხილავენ.
300 ხმოსანი საქართველოს მომავალ პრეზიდენტს 2024 წლის 14 დეკემბერს აირჩევს - საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის დადგენილება მიიღო.
პრეზიდენტის ინაუგურაციის თარიღად 29 დეკემბერი დასახელდა.