რუსული რეჟიმი

საბოლოოდ აუცილებლად შემოვლენ პარლამენტში, სიების ჩახსნა კეკლუცია - კალაძე ოპოზიციაზე

თბილისის მერი, კახა კალაძე პროდასავლური ოპოზიციური პარტიების მიერ საარჩევნო სიების ჩახსნის საკითხს გამოეხმაურა.

ცნობისთვის, 12 ნოემბერს კოალიცია ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობამ და კოალიცია ცვლილებისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საპარლამენტო სიების გაუქმების შესახებ მიმართა.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საპარლამენტო სიების გაუქმების მოთხოვნით ასევე მიმართა კოალიცია ძლიერმა საქართველომ

კალაძის თქმით, მანდატებზე უარის თქმა ოპოზიციური პარტიების მხრიდან "ჩვეულებრივი კამპანია და საკუთარ ამომრჩეველთან კეკლუცია".

ბოლო დღეების განმავლობაში, ძალიან ბევრ ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებას ვისმენთ.

"მე ვფიქრობ, ეს [მანდატებზე უარის თქმა] მათი მხრიდან ჩვეულებრივი კამპანია და კეკლუცია თავიანთი ამომრჩევლის წინაშე. თუმცა, საბოლოოდ მგონია, რომ ეს ოპოზიციური პარტიები აუცილებლად შემოვლენ პარლამენტში.

დღეს, ამაზე საუბარი საინტერესო არ არის.

ვფიქრობ, რომ სხვა უფრო ბევრი საკითხია მოსაგვარებელი, უამრავი დაპირებაა ჩვენი მხრიდან გაცემული, მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადასადგმელი.

თუ რას აკეთებს ოპოზიცია და რას იზამს მომავალში - შევლენ თუ არა პარლამენტში, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.

თუმცა, ისევ და ისევ მათთვის და მათი არსებობისთვის, თუკი ამ პოლიტიკურ პარტიებს აქვთ სურვილი იარსებონ და დარჩნენ პოლიტიკაში, მნიშვნელოვანია პარლამენტში შესვლა". - თქვა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

კომენტარები