პაპუაშვილი და ეს თვითმარქვია ადამიანები ყველას ისე ზომავენ, როგორც თვითონ არიან და ისე უყურებენ ყველას.
პირდაპირ ვეუბნები მას, რომ განცხადებები დაიწერება და ჩვენ მოვითხოვთ, რომ დაუყოვნებლივ დაკმაყოფილდეს ეს განცხადებები.
აქამდე დაწერილი განცხადებებიც უნდა დაკმაყოფილებულიყო კანონის შესაბამისად, მაგრამ მათ უნდათ, რომ ეს თვითმარქვია თავყრილობა რაღაცნაირად გაიფორმონ.
არ ექნებათ აღიარება მათ პარლამენტს, რაც არ უნდა იბაქიბუქონ პოლიციის ზურგსუკან ამოფარებულმა ვიწრო ჯგუფმა, რომელსაც მიტაცებული აქვს დღეს ძალაუფლება.
გადაწერილი არჩევნების შედეგები მათ არ შერჩებათ არცერთ შემთხვევაში.





