ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აფხაზეთის ტერიტორია დატოვა და მოსკოვში მიემგზავრება.
"ამჟამად აფხაზეთში არ ვარ, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ". – უთხრა კრემლის პროპაგანდისტულ მედია TACC-ს ბჟანიამ.
15 ნოემბერს, სოხუმში მომიტინგეები თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტის შენობის ეზოში შეიჭრნენ და შენობას ალყა შემოარტყეს.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტში ჩაიშალა სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესი.
დე ფაქტო ოპოზიციამ ე.წ. სახელმწიფო შენობათა კომპლექსი დაიკავა. აქციის მონაწილეები ბჟანიას გადადგომას ითხოვდნენ.
19 ნოემბერს ბჟანია დე ფაქტო ოპოზიციის ზეწოლით თანამდებობიდან გადადგა. მოგვიანებით მან განაცხადა, რომ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 2025 წლის თებერვალში გაიმართება.