მატყუარა ივანიშვილის მატყუარა დამქაში, პაპუაშვილის სახით, ცრუობს, როცა ამბობს, რომ მათ პარლამენტის პირველ სხდომაზე დიპლომატიური კორპუსი არ მიიწვიეს. დიპლომატიური კორპუსი უარს აცხადებს, მივიდეს სხდომაზე, რომელსაც საერთაშორისო ლეგიტიმაცია არ აქვს.
სამაგიეროდ, შეეძლოთ, მიეწვიათ ვლადიმირ პუტინი, ან ნიკარაგუას ორტეგა, ან ვენესუელას მადურო. სწორედ ესაა იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომლის პირისპირაც ივანიშვილმა საქართველო საერთაშორისო იზოლაციაში დატოვა. ამ იზოლაციისგან ჩვენი ერთადერთი ხსნა ხელახალი არჩევნებია, სადაც ქართველი ხალხის თავისუფალი ნება აისახება.