არჩევნები 2024

პაპუაშვილი პარლამენტის შეკრებაზე: არანაირი შემაფერხებელი ფაქტორი არ არსებობს

არანაირი შემაფერხებელი ფაქტორი არ არსებობს. ეს ორივე დეზინფორმაცია, რომ თითქოს სალომე ზურაბიშვილის არდანიშვნა აფერხებს შეკრებას და თითქოს სალომე ზურაბიშვილის მიერ გასაჩივრება აფერხებს უფლებამოსილების ცნობას, ორივე დეზინფორმაცია მოდის უცხოური დაფინანსებით მოქმედი ენჯეობის მხრიდან, შესაბამისად, ეს გახლავთ ამ დონორების პასუხისმგებლობა, რომ ქართველ ხალხს ურევენ ტვინებს იმ დეზინფორმაციით, რომელიც მათი ფულით ვრცელდება საქართველოში.

თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ხმის ფარულობისა და არჩევნების საყოველთაობის დარღვევის შესახებ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში 19 ნოემებრს შეიტანა.
კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდემ განაცხადა, რომ სანამ საქმე საკონსტიტუციოში იქნება, პარლამენტი ვერ ცნობს საკუთარ უფლებამოსილებას.


 

კომენტარები