რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

მედია: უკრაინამ კურსკის ოლქზე Storm Shadow-ით იერიში მიიტანა, დაიღუპა 18 ადამიანი

კადრი ვიდეოდან

უკრაინული მედიის ცნობით, 20 ნოემბერს უკრაინამ რუსეთში კურსკის რეგიონზე ბრიტანული და ფრანგული Storm Shadow და SCALP-ის რაკეტებით იერიში მიიტანა, რის შედეგადაც დაიღუპა 18, ხოლო დაშავდა 33 ადამიანი. მათი უმეტესობა რუსი ოფიცერი და ჯარისკაცია. რუსი Z-ბლოგერის, Досье Шпиона-ის ინფორმაციით, უკრაინამ მარინოს დასახლებაში მდებარე რუსეთის სამეთაურო პუნქტი დაბომბა. დაშავებულთა შორის ასევე არიან ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცებიც.

რუსი Z-ბლოგერის ინფორმაციით, სარეკეტო იერიშის დროს სამეთაურო პუნქტში ლენინგრადის სამხედრო ოლქის მეთაურის მოადგილე, გენერალ-ლეიტენანტი სოლოდჩუკი იმყოფებოდა. მისი ამჟამინდელი მდგომარეობა უცნობია.  

ბლოგერის ინფორმაციით, დაშავებულთა უმეტესობა რუსეთის სამხრეთ და აღმოსავლეთ სამხედრო ოლქის ოფიცერია. დაშვებულთა შორის არის ასევე 88-ე საინჟინრო ლეგიონის 13 სამხედრო და ამავე პოლკის შტაბის უფროსის მოადგილე.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, დაბომბვის სამიზნე იყო მიწისქვეშა სამეთაურო პუნქტი.

20 ნოემბერს მედიაში გავრცელებული ცნობებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ სამხედრო სამიზნეებზე პირველად მიიტანა იერიში ბრიტანული Storm Shadow-ს ტიპის რაკეტებით. 

კომენტარები