მარია ზახაროვა

ამას დასავლეთი აკეთებს და არა რუსეთი – ზახაროვა ქართულ არჩევნებში რუსეთის ჩარევას უარყოფს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა

21 ნოემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ, 2024 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევა უარყო.

"ეს არის უსაფუძვლო ბრალდებები, რომლებსაც კატეგორიულად უარვყოფთ. შეგახსენებთ, რომ ჩვენ საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობა არ გვაქვს. რუსეთი ძირითადად სავაჭრო-ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ ურთიერთობებს ავითარებს ამ კავკასიურ ქვეყანასთან და ხალხთან, რომელთანაც საერთო ისტორია, კულტურა აერთიანებს". – თქვა ზახაროვამ.

ზახაროვას თქმით, სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში დასავლეთისგან განსხვავებით, რუსეთი არ ერევა.

სპიკერის მტკიცებით დასავლეთმა ქართველ ამომრჩევლებს "ფაქტიურად ხელები გადაუგრიხა".

"მიუხედავად კოლოსალური ზეწოლისა დასავლეთისგან, ქართველმა ხალხმა სტაბილურობასა და ტრადიციულ ღირებულებებს მისცა ხამ". – თქვა ზახაროვამ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ბრიფინგზე ოკუპირებული აფხაზეთიც ახსენა:

"რუსეთის ფედერაცია ყურადღებით ადევნებს თვალყურს აფხაზეთში არსებულ ვითარებას და ითვალისწინებს შეთანხმებას, რომელსაც რესპუბლიკის ხელისუფლებამ და ოპოზიციამ მიაღწია". 

კომენტარები