არჩევნები 2024

თსუ-ის სტუდენტები ლექციას ატარებენ აუდიტორიაში, რომელიც აქციის დროს დაიკავეს

თსუ-ის სტუდენტები ლექციას ატარებენ აუდიტორიაში, რომელიც საპროტესტი აქციის დროს უნივერსიტეტის I კორპუსში შესვლის შემდეგ დაიკავეს.

"ვკითხულლობთ ლექციას სამოქალაქო დაუმორჩილებლობასა და წინააღმდეგობაზე, ბოიკოტზე. ეს ის ბრძოლის სტილია, რასაც პრაქტიკაში მივმართავთ. შესაბამისად, თეორიული მასალა, ვფიქრობ, საინტერესო იქნება, მათ შორის სტუდენტებისთვისაც, რომ უკეთ გაიაზრონ, თუ რას ვცდილობთ. ვაპირებთ ბრძოლას, რათა შეიცვალოს თსუ-ის მთელი სისტემა და ვითხოვთ რექტორის გადადგომას. ეს, ფაქტობრივად, თსუ-ის ღირსების შელახვაა, აღარ მაქვს საუბარი სტუდენტების უგულებელყოფაზე, როდესაც საკუთარ სტუდენტებს არბევინებ ვიღაცას და მათ სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებ" – ამბობს მოძრაობა დაფიონის დამფუძნებელი, ზვიად ცეცხლაძე.

20 ნოემბერს, დილის საათებში ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს თსუ-ის სტუდენტების ნაწილი უნივერსიტეტის I კორპუსში შევიდა.

ჟურნალისტებთან საუბრისას მათ თქვეს, რომ ითხოვენ უნივერსიტეტის რექტორის – ჯაბა სამუშიას გადადგომას.

"ვითხოვთ, რომ ჩვენი უნივერსიტეტი ჩვენთვის ყოველთვის ღია იყოს და აქ არასდროს შემოიყვანონ პოლიციელები და გადადგეს ჯაბა სამუშია" – თქვა თსუ-ის პირველკურსელმა სტუდენტმა.

 

კომენტარები