არჩევნები 2024

მდინარაძე ოპოზიციაზე: ვაშავებთ, რომ მათ აგენტებს ვუწოდებთ – ესენი არიან ჯაშუშები

აგონია იძლევა ხოლმე ასეთ შედეგებს, რადგან ისინი [ოპოზიცია] არიან აგონიაში, ცალკე დამარცხებით, ცალკე იმ უპერსპექტივო გამოსვლებით, რომლებსაც ახლა აწარმოებენ. მათ გამოამჟღავნეს ბოლომდე საკუთარი თავი და, მე მგონი, ძალიან ვაშავებთ, რომ მათ აგენტებს ვუწოდებთ, იმიტომ რომ აგენტების სიტყვის უკან შეიძლება ბევრი სხვა ხასიათი ამოიკითხო. დავუშვათ, აგენტი შეიძლება იყოს სადაზღვევო აგენტიც კი. ისინი არიან ჯაშუშები, ეს უნდა ვიცოდეთ ყველამ.

პირველად, საქართველოს ისტორიაში, აგენტურულმა ოპოზიციამ თვითონ, თავისი ხელით, აქამდე ხო ეს უბრალოდ გავრცელებული ინფორმაციების საფუძველზე იყო ცნობილი - ამას ჩვენ ვამხელდით, ჟურნალისტები ამხელდით, და ვიცოდით რომ დადიოდნენ დერეფნებში და ამას აკეთებდნენ, მაგრამ მაინც ამისი პირდაპირი მტკიცებულება არ იყო.

პირველად, თავისივე ხელით დაწერილი დოკუმენტის მიხედვით, შავით თეთრზე მათ უტყუარად დაადასტურეს, რომ ისინი არიან ჯაშუშები, სერგო ორჯონიკიძეები. საქართველოს თავზე, თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს. აქეთ ესენი ამბობენ, რომ დაგვსაჯეთო, იმაზე უარესები არიან. დაგვსაჯეთო, არ ფრიალებსო საჩვენო, აგენტურული დროშებიო. დაგვსაჯეთ, იქნება ავაფრიალოთ ასეთი დროშებიო. ითხოვენ ევროპელებისგან, რომ საქართველოს მოსახლეობა და საკუთარი სამშობლო დასაჯონ ევროპელებმა რაიმე გზით. ევროპელები ვერ და არ უკმაყოფილებენ ამას იმიტომ, რომ ამის ობიექტური მოცემულობა არ არსებობს, თორემ გარკვეული პატრონები იქაც ჰყავთ, გარკვეული ძალები და ამ დროს ისინი მაინც ჯიუტად ითხოვენ, რომ, იქნებ, რამენაირად დავსაჯოთ საქართველო.

აქციებს რომ აწყობენ ახლა, რა ხასიათის აქციებია, ხო? დისკომფორტს ვის უქმნიან, ხელისუფლებას? არა - ხალხს, ხალხის დასჯას ითხოვენ.

თქვა ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პრესბრიფინგზე. 

კომენტარები