წყალქვეშა კაბელების დაზიანება ბალტიის ზღვაში

ბალტიის ზღვაში კიდევ ერთი, ლიტვასა და შვედეთს შორის გაყვანილი კაბელი დაზიანდა

Zn.ua

ბოლო 24 საათში ბალტიის ზღვაში კიდევ ერთი წყალქვეშა კაბელი დაზიანდა. კაბელი ლიტვიდან შვედეთამდე იყო გაყვანილი.

ინფორმაცია ლიტვის სატელეკომუნიკაციო კომპანია Telia-ს დირექტორმა, ანდრიუს შემეშკივიაჩიუსმა დაადასტურა.

"ლიტვასა და შვედეთს შორის გაჭიმული კაბელი კვირას, დაახლოებით 10:00 საათზე დაზიანდა. სისტემებმა მალევე შეგვატყობინეს რომ კავშირი დაკარგულია. ჩავატარეთ გამოძიება და გაირკვა, რომ კაბელი დაზიანებულია". – თქვა შემეშკივიაჩიუსმა.

Telia-ს წარმომადგენელმა განმარტა, რომ კაბელი ლიტვის გავლით ინტერნეტს გადასცემს. ინციდენტის შემდეგ ინტერნეტის გამტარიანობა 3-ჯერ შემცირდა.

გარდა ამისა, 18 ნოემბერს, ფინეთმა წყალქვეშა კაბელის დაზიანების შესახებ განაცხადა. 

სატელეკომუნიკაციო წყალქვეშა კაბელი C-Lion 1, რომელიც ბალტიის ზღვის გავლით ფინეთიდან გერმანიამდე არის გაყვანილი დაზიანდა. კაბელი Nord Stream-ის პარალელურ გზაზე იყო გადებული.

ამ დროისთვის უცნობია კონკრეტულად რა მოუვიდა კაბელს. წყვეტის ადგილას გაგზავნილი სარემონტო გემი. სავარაუდოდ დაზიანება დიდად არ გააუარესებს ფინეთის საკომუნიკაციო მომსახურების სფეროს.

კომენტარები