ფინეთმა წყალქვეშა კაბელის დაზიანების შესახებ განაცხადა.
სატელეკომუნიკაციო წყალქვეშა კაბელი C-Lion 1, რომელიც ბალტიის ზღვის გავლით ფინეთიდან გერმანიამდე არის გაყვანილი, დაზიანდა. კაბელი Nord Stream-ის პარალელურ გზაზე იყო გადებული.
ამ დროისთვის უცნობია კონკრეტულად რა მოუვიდა კაბელს. წყვეტის ადგილას გაგზავნილი სარემონტო გემი. სავარაუდოდ დაზიანება დიდად არ გააუარესებს ფინეთის საკომუნიკაციო მომსახურების სფეროს.
კაბელი C-Lion 1 ექსპლუატაციაში 2016 წელს შევიდა. ის რუსულ წყალქვეშა გაზის მილს, Nord Stream-ს მიუყვება.
ეს არის ერთადერთი კაბელი, რომელიც ფინეთიდან ცენტრალურ ევროპამდეა გაყვანილი.