"რა თქმა უნდა, აქციაზე ვიქნები, ბრძოლა გრძელდება" - ტელეკომპანია ფორმულას დამფუძნებელი, რეჟისორი გიორგი ლიფონავა თავისუფალია.
"განსაკუთრებული მიზეზი ამათ არ სჭირდებათ რომ დაგიჭირონ, როცა აქციაზე ხარ. შეშინების მცდელობა არის, მაგრამ ამით ვერავის შეაშინებენ, რა თქმა უნდა. [...] რა თქმა უნდა, აქციაზე ვიქნები, ბრძოლა გრძელდება" - ამბობს ლიფონავა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან პოლიციამ გიორგი ლიფონავა 16 ნოემბერს დააკავა.
16 ნოემბერს დემონსტრანტებმა არჩევნების შედეგების შემაჯამებელი სხდომის პარალელურად ცენტრალური კომისიის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს.
ადგილზე გამოჩნდა პოლიცია, მათ შორის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, ვაჟა სირაძე და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი, ზვიად ხარაზიშვილი, იგივე "ხარება".
ცესკოს სხდომაზე ადგილი ჰქონდა დაპირისპირებასაც.





