კრიმინალი

თბილისში პოლიციელი დაჭრეს

თბილისში პოლიციელი დაჭრეს. TV პირველის ინფორმაციით, წყნეთის პოლიციის დაჭრილი თანამშრომელი კლინიკაშია გადაყვანილი. 

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში ეუბნებიან, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ს 117-ე და 236-ე მუხლებით, რომლებიც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს. 

კომენტარები