თბილისის მერიის ცნობით, ჭაბუა ამირეჯების გზატკეცილზე, ქვათცვენის საწინააღმდეგო სამუშაოების გამო, საავტომობილო მოძრაობა 16 და 17 ნოემბერს, 00:00-დან, 06:00 - საათამდე შეიზღუდება.
"ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, კლდოვან ფერდზე ქვათაცვენის საწინააღმდეგო ბადის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
აღნიშნული სამუშაოების გამო, 16 და 17 ნოემბერს, 00:00-დან, 06:00 - სააათამდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება.
კერძოდ, შეზღუდვა შეეხება ჭაბუა ამირეჯიბისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილის კვეთასთან არსებული გვირაბიდან მიხეილ თამარაშვილის გამზირამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს.
შეზღუდვის პერიოდში, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილის, სულხან ცინცაძის ქუჩისა და მიხეილ თამარაშვილის გამზირის გამოყენებით". - წერია განცხადებაში.