არჩევნები 2024

16 ნოემბერს, 11:00-ზე ცესკოში არჩევნების შედეგების შესაჯამებლად სხდომა გაიმართება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, 16 ნოემბერს, 11:00 საათზე ცესკოს ოფისში სხდომა გაიმართება, სადაც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების შეჯამება განიხილება.

ცესკოს განცხადებას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ხატია დეკანოიძე გამოეხმაურა და მოსახლეობას ხვალ 11:00 საათზე ცესკოს შენობასთან მისვლისკენ მოუწოდა. 

"ხვალ ცესკო აჯამებს საბოლოო ოქმს. თან, ფეხბურთია და იმედი აქვთ ასე გააპარებენ. ხვალ, ცესკოს წინ არის ადგილი შეკრების და ბრძოლის. 11 საათზე! მართლა ქურდები.." – წერს დეკანოიძე Facebook-ზე.

 

 

კომენტარები