უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ს არჩეულ პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან თავისი კონტაქტების შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ მისი გუნდის პოლიტიკით უკრაინაში ომი უფრო მალე დასრულდება.
ამის შესახებ ზელენსკიმ უკრაინულ რადიო Суспільне-სთან ისაუბრა.
"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სამართლიანი მშვიდობა, რომ არ იყოს განცდა, რომ ჩვენს შორის საუკეთესოები უსამართლობის გულისთვის დავკარგეთ, რომელიც თავს მოგვახვიეს. ომი დასრულდება, თუმცა ზუსტი თარიღი არ გვაქვს. უპირობოა, რომ იმ გუნდის პოლიტიკით, რომელიც ახლა თეთრ სახლს სათავეში ჩაუდგება, ომი უფრო სწრაფად დასრულდება. ეს მათი მიდგომაა, მათი დაპირებაა საზოგადოებისადმი და ეს მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია". - თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ასევე თქვა, რომ ტრამპთან საუბრისას არაფერი მოუსმენია, რაც "მათ პოზიციასთან წინააღმდეგობაში მოდის". მისივე თქმით, ტრამპს უკრაინისთვის რუსეთთან მოლაპარაკებებში მონაწილეობა არ დაუძალებია.
"ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ და ჩვენ ამ ომის განმავლობაში, როგორც ჩვენმა ერმა, ისევე მე პირადად აშშ-სთან, ტრამპთანაც, ბაიდენთანაც და ევროპელ ლიდერებთანაც მოლაპარაკებებში დავამტკიცეთ, რომ ჩვენთან რიტორიკა "დაჯექი და ისმინე" არ მუშაობს". - თქვა ზელენსკიმ.





