არჩევნები 2024

სასამართლომ საოლქო კომისიების შემაჯამებელი ოქმების გაუქმების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლომ საოლქო კომისიების მიერ შედგენილი შემაჯამებელი ოქმების გაუქმების შესახებ ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. 

სასამართლომ გადაწყვეტილება 13 ნოემბერს, ღამის საათებში გამოცხადდა. 

"სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა ღამის 12-ის ნახევრიდან 12-ს რომ 20 წუთი აკლდა ამ შუალედში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვთხოვეთ, იქნებ 12 საათის შემდეგ გამოცხადებულიყო, რაც გამოწვეული იყო იმ გარემოებით, რომ გასაჩივრების ერთდღიანი ვადა აქვს და როდესაც გამოცხადდა 12 საათამდე ეს ერთდღიანი ვადაც შეგვიმცირდა ამ ოცწუთიანი შუალედის გამო, თუმცა სასამართლომ ეს მოთხოვნაც არ გაითვალისწინა" – ამბობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, ნინო ხუციშვილი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, ანა წითლიძის თქმით, ოპოზიციამ და არასამთავრობო სექტორმა თერთმეტზე მეტი შუამდგომლობა დააყენეს.

"თერთმეტზე მეტი შუამდგომლობა იყო დაყენებული, მათ შორის, ექსპერტების, სპეციალისტების მოწვევის, რომელიც უკავშირდებოდა იგივე მარკერის შეცვლის ან არშეცვლის საკითხს, 56-ზე მეტი მოწმის დაკითხვა, რასაც ჩვენ ასევე ვითხოვდით და რომლებიც უშუალო მოწმეები იყვნენ, თუ კონკრეტულად რა დარღვევები იყო უბნებზე და რა დანაშაულები ხდებოდა. სასამართლოს მიზანი არ არის ჭეშმარიტების დადგენა და სასამართლო იმას იზამს, რასაც მას ეტყვის კლანი და კლანი რა თქმა უნდა იმას იზამს, რასაც მას ეტყვის ქართული ოცნება" – ამბობს წითლიძე. 

 

 

კომენტარები