ესპანეთის სამხრეთ ნაწილის რამდენიმე რეგიონში, მოსალოდნელი შტორმისა და ამინდის გაუარესების გამო მასობრივი ევაკუაცია გამოცხადდა.
აქამდე, კოკისპირულმა წვიმამ და ძლიერმა სეტყვამ, ესპანეთის რამდენიმე რეგიონში ბოლო ათწლეულების მანძილზე ყველაზე ძლიერი წყალდიდობები გამოიწვია.
2 ნოემბერს, სტიქიის საპასუხოდ, ესპანეთის პრემიერმინისტრმა, პედრო სანჩესმა გამოაცხადა, რომ წყალდიდობისგან ყველაზე მეტად დაზარებულ რეგიონში, ვალენსიაში დამატებით 5 000 პოლიციელსა და 5 000 ჯარისკაცს გააგზავნიდნენ.
ბოლო მონაცემებით, ვალენსიის რეგიონში სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში დაახლოებით 1 700 სამხედრო იყო ჩართული - მაშველები უგზო-უკვლოდ დაკარგულებს ეძებდნენ.
ასევე ბოლო მონაცემებით, ესპანეთში სტიქიური უბედურების შედეგად, 220 ადამიანი დაიღუპა.
ამ დროისთვის, საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული მალაგას რეგიონში, კონკრეტულად მარბელას, ველეზისა და ესეპონას საკურორტო ზონებზე - არსებული ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლი 3 000-მა ადამიანმა დატოვა.
ამინდის ფენომენს, რომელსაც მალაგას რეგიონი ელოდება ესპანეთის სახელმწიფო მეტეოროგიოლურმა სააგენტომ დანა (DANA) უწოდა.
ასევე, ე.წ. "წითელ ზონად" გამოცხადდა ესპანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილიც.