ცნობილი სამხრეთ კორეელი მსახიობი და ყოფილი მოდელი, სონგ ჯე-რიმი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, სონგის ცხედარი საცხოვრებელ სახლში მისმა მეგობარმა იპოვა, რომელსაც მსახიობი ლანჩზე უნდა შეხვედროდა.
სეულის პოლიციის თქმით, მომხდარის შესახებ არსებითი მტკიცებულება ჯერ არ აღმოჩენილა, თუმცა მსახიობის საცხოვრებელ ბინაში, პოლიციამ წერილი იპოვა.
"გამოძიებამ ჯერჯერობით კრიმინალური აქტის არანაირი ნიშანი არ აჩვენა
იქიდან გამომდინარე, რომ ოჯახმა უარი თქვა ცხედრის გაკვეთაზე, ჩვენ მას ოჯახს გადავცემთ". - თქვა პოლიციის წარმომადგენელმა, CNN-ის ცნობით.
სეულის პოლიციის თქმით, სიკვდილის მიზეზის დადგენის მიზნით, გამოძიება ამ დრომდე გრძელდება.





