რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რადაკინი: ოქტომბერი რუსეთისთვის სამხედრო დანაკარგის მხრივ ყველაზე მძიმე აღმოჩნდა

ბრიტანეთის თავდაცვის შტაბის ხელმძღვანელის, ადმირალ ტონი რადაკინის ინფორმაციით, ომის დაწყების დღიდან, მიმდინარე წლის ოქტომბრის თვე რუსეთისთვის სამხედრო დანაკარგის მხრივ ყველაზე მძიმე აღმოჩნდა.

BBC-თან მიცემულ ინტერვიუში რადაკინმა თქვა, რომ რუსეთის არმიაში ყოველდღიურად, დაახლოებით, 1500-მდე ადამიანი იღუპებოდა ან იღებდა ჭრილობებს.

"უკრაინაში შეჭრისთვის რუსეთი უზარმაზარ ფასს იხდის"- თქვა ადმირალმა.

კრემლი უკრაინის ომში დანაკარგების რიცხვებს არ ასაჯაროებს. სექტემბერში Wall Street Journal-მა დაწერა, რომ კონფლიქტის დაწყების შემდეგ ორივე მხარეს მილიონზე მეტი ადამიანი დაშავდა ან დაიღუპა. აშშ-ს ოფიციალურმა პირებმა გასულ თვეში თქვეს, რომ რუსეთის მხრიდან დაიღუპა ან დაიჭრა 600 000-ზე მეტი ადამიანი.

კომენტარები