ევროკავშირი-საქართველო

კამინსკი: ჩვენ აქ ევროპული ღირებულებებისადმი სიყვარულის გამო ვიმყოფებით

მინდა, დავამატო ერთი რამ, როდესაც მმართველი პარტია დღეს გვისვამს კითხვას, "რა გაძლევთ უფლებას, რომ აქ იმყოფებოდეთ", გიპასუხებთ, მე აქ ვიყავი გარდაცვლილ პრეზიდენტ კაჩინსკისთან ერთად, როცა თბილისი იყო საფრთხეში. მე ვიყავი აქ, თბილისში ლიეტუვის პრემიერმინისტრთან და ესტონეთის პრეზიდენტთან. მე გავაკეთე ორგანიზება ამ ვიზიტისა, როგორც სახელმწიფო მდივანმა. ჩვენ ჩამოვედით აქ, როდესაც თბილისი პირდაპირი საფრთხის და წნეხის ქვეშ იყო რუსული შემოტევისა. აქ ვიდექი, ამ ქალაქში, როდესაც აღნიშნული ქალაქი იყო რუსული საფრთხის ქვეშ. ვიმყოფები აქ კვლავ იმიტომ, რომ თბილისი ისევ რუსული საფრთხის ქვეშ იმყოფება და ეს საფრთხე შეიძლება ისეთი გამოხატული არ არის და ტანკებით არ არის გამოხატული (თუმცა რამდენიმე კილომეტრის დაშორებით დგანან), მაგრამ საფრთხის ქვეშ არის რუსული პროპაგანდის გამო და რუსული სტილის პოლიტიკის, რუსული სტილის გამო. 

ქართველი ხალხის წინაშე, ისევე, როგორც პოლონელი, ლიეტუველი, ლატვიელი და ესტონელი ხალხის წინაშე ორი გზა არსებობს ისტორიაში: ან ევროპისკენ, ან რუსეთის ხელში ჩავვარდეთ. [...]

ჩვენ ვიმყოფებით აქ ჩვენი სიმპატიების გამო, სიყვარულს თუ არ დავარქმევთ ამას და ჩვენ აქ ვიმყოფებით ჩვენი ვალდებულების თვალსაზრისით და ისევ და ისევ, სიყვარულის გამოც ვიმყოფებით აქ ევროპული ღირებულებისადმი. 

თქვა პოლონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის წევრმა, მიჰაუ კამინსკიმ. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციას შეხვდა.

კომენტარები