ლიტვის პარლამენტის ვიცესპიკერი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს საბჭოთა მიდგომაა.
"[შალვა პაპუაშვილის განცხადება] ძალიან საბჭოურია. ეს ტენდენცია 3-4 წლის წინ შევამჩნიე. ვინც საქართველოს მთავრობას აკრიტიკებდა, მათ აღარ ხვდებოდნენ. ბოლო 3 წლის განმავლობაში მე საქართველოში ბევრჯერ ჩამოვედი, მაგრამ მათთან შეხვედრას ვერ ვახერხებდი - ერთი მცირე გამონაკლისი იყო, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. მაგრამ, თუ გაკრიტიკებენ, როგორც წესი, აღარ გხვდებიან - ეს არის საბჭოთა მიდგომა". - თქვა თბილისში მყოფმა პავილიონისმა.
შალვა პაპუაშვილმა თბილისში ვიზიტით მყოფ ევროკავშირის 8 ქვეყნის პარლამენტის წევრებისგან შემდგარ დელეგაციას შეხვედრაზე უარი უთხრა. პაპუაშვილი წერს, რომ დელეგაციის ზოგიერთმა წევრმა საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის მიმართ არამეგობრული დამოკიდებულება გამოავლინა.



![წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ [ივანიშვილის] შექება მოგვერიდოს](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2023/11/nino-cilosani.jpg?h=af382aad&itok=zVWxYTJG)

