ჟოზე მოურინიო

მოურინიო ვიდეო-მსაჯისა და თურქული ლიგის სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო ერთ თამაშს გამოტოვებს

თურქული საფეხბურთო კლუბის, ფენერბახჩეს მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო ვიდეო-რეფერის და თურქული საფეხბურთო ლიგის გაკრიტიკების გამო ერთ მატჩს გამოტოვებს.

აქამდე, პორტუგალიელმა მწვრთნელმა თურქეთის სუპერლიგაში, ტრაბზონსპორთან გამართულ მატჩში ვიდეო-რეფერი თამაშის წესების დარღვევის შეუმჩნევლობაში დაადანაშაულა, ხოლო მატჩის შემდეგ აღნიშნა, რომ "თურქულ საფეხბურთო ლიგაში ცუდი სუნი დგას".

4 ნოემბერს გამართულ საფეხბურთო მატჩში ფენერბახჩემ მისი ოპონენტი, ტრაბზონსპორი ანგარიშით 3-2 დაამარცხა - არსებული ინფორმაციით, პორტუგალიელმა მწვრთნელმა ფინალურ სასტვენზე გამარჯვების აღსანიშნავად საფეხბურთო მინდორზე მუხლით გასრიალება სცადა, რაც თურქეთის საფეხბურთო ფედერაციამ არასპორტულ საქციელად ცნო.  

თურქეთის საფეხბურთო ფედერაციამ პორტუგალიელ მწვრთნელს, არასპორტული საქციელის გამო ფულადი ჯარიმის სახით 600 000 თურქული ლირა ($18 000) შეუფარდა, რასაც მოწინააღმდეგე გუნდის ფანების მიმართ ჟესტისთვის 58 000 თურქული ლირა დაემატა.

თურქეთის საფეხბურთო ფედერაციის თქმით, "მოურინიოს საქციელი თურქული ფეხბურთის ღირებულებების დაკნინებას და ფედერაციისთვის რეპუტაციული ზიანის მიყენებას" მიემართებოდა. 

კომენტარები