სისტემურად გაყალბდა არჩევნები, ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც არჩევნები ყალბდება სისტემურად და უბრალო უმრავლესობა ვერ იგებს არჩევნებს. ეს არ არის ჩეხეთი, ეს არ არის დანია, ეს არ არის რომელიმე ევროპული ქვეყანა. "ძაღლის ყბა" მქონდა გამობმული 4 წელი, რომ ჩვენ გვჭირდება ორმაგი უპირატესობა, იმისთვის რომ გაყალბებისგან თავი დავიცვათ, იგივე ქუჩაში გაგვყვეს იგივე კუნთი, რომ რეჟიმისთვის სათანადო წინააღმდეგობის გაწევა შეგვეძლოს. ანუ, ჩვენ გვჭირდებოდა უფრო დიდი უპირატესობა, იმისთვის რომ ოპოზიციას გაემარჯვა, მას სჭირდებოდა 1 200 000 ხმა და ეს ხმები ოპოზიციამ ვერ აიღო. ვერ აიღო დაშინებით, ვერ აიღო გაყალბებით, ვერ აიღო პირადი მონაცემების გამოყენებით - საოცრება ტრიალებდა არჩევნებზე, ეს არანაირად არჩევნები არ იყო, მაგრამ ჩვენ ეს ვიცოდით. მე 2020 წლიდან ვიცი, შიგნიდან ვნახე პროცესი და პოლიტიკოსები იმიტომ არიან პოლიტიკოსები, რომ შიგნიდან რომ პროცესს ნახულობენ, დასკვნები გამოიტანონ და დაინახონ, სად აქვს ივანიშვილს მოქმედების რესურსი, როგორ მოქმედებს და მერე მთელი 4 წელი, 2020 წლიდან მოყოლებული... 2020 წელსაც ხომ გაყალბდა.
tbl.ge/6ym4
დაკოპირდა

ამბობს პარტია ფედერალისტების ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი პალიტრანიუსის ეთერში.
თამარ ჩერგოლეიშვილიფედერალისტებისაპარლამენტო არჩევნები 2024არჩევნების გაყალბებაოპოზიციაარჩევნები 2024
ამავე თემაზე
- ხუჭუა: ჩემი განხილული საარჩევნო დავა სსკ-ით გათვალისწინებული დანაშაულების ნიშნებს შეიცავს
- მარნეულში, საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრისთვის 2 პირს 1-1 წლით პატიმრობა მიესაჯა
- კობერიძე: ამ არჩევნებზე ოპოზიცია არ იყო მზად
- ცესკო: სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მცდელობას აგრძელებს
- ECHR-მ არჩევნებზე ფარულობის დარღვევის შესახებ ჩვენი საჩივარი დაარეგისტრირა – საია




