რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

Axios: ტრამპთან და ილონ მასკთან სატელეფონო საუბარი ზელენსკისთვის იმედისმომცემი იყო

Doug Mills/The New York Times

Axios ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბარი ზელენსკისთვის გარკვეულწილად იმედისმომცემი იყო. ამასთან, მასში SpaceX-ის, Tesla-, Starlink-ისა და X-ის აღმასრულებელი დირექტორი, ილონ მასკიც მონაწილეობდა.

გამოცემა სამ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ზელენსკი სატელეფონო ზარს დადებითად აფასებს და მის შედეგად ზელენსკის აშშ-ს მხრიდან მხარდაჭერის შეწყვეტასა და ტრამპის პრეზიდენტობაზე შიშები არ გასჩენია. ერთ-ერთმა წყარომ გამოცემასთან საუბრისას თქვა, რომ საუბარმა "ზელენსკის სასოწარკვეთილების განცდა არ დაუტოვა". 

Axios-ის წყაროები ამბობენ, რომ ტრამპსა და ზელენსკის შორის საუბარი დაახლოებით 25 წუთი გაგრძელდა. მათი თქმით, მილოცვის შემდეგ ტრამპმა ზელენსკის უთხრა, რომ უკრაინას მხარს დაუჭერდა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, როგორ. გარდა ამისა, როგორც გამოცემა წერს, მასკმა საუბრისას თქვა, რომ Starlink-ით უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებდა.

ერთ-ერთი წყაროს თქმით, ზელენსკიმ კარგის ნიშნად აღიქვა, რომ მასსა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი არჩევნებში გამარჯვებიდან მალევე შედგა, პუტინთან კი არჩეულ პრეზიდენტს ჯერ არ უსაუბრია.

"არაფერი, რაც ზელენსკიმ და მისმა თანაშემწეებმა ტრამპისგან პირადად მოისმინეს, არ ყოფილა შემაშფოთებელი ან უგრძნობინებია, რომ უკრაინა იქნება ის, რომელიც ფასს გადაიხდის". - თქვა გამოცემის ერთ-ერთმა წყარომ, რომელმაც საუბარი მოისმინა.

სატელეფონო საუბრის შემდეგ, ზელენსკიმ საჯაროდ თქვა, რომ ტრამპთან "შესანიშნავი სატელეფონო საუბარი" ჰქონდა.

"ჩვენ მჭიდრო დიალოგის შენარჩუნებასა და თანამშრომლობის გაუმჯობესებაზე შევთანხმდით. აშშ- ძლიერი და შეურყეველი ლიდერობა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა მსოფლიოსა და სამართლიანი მშვიდობისთვის". - თქვა ზელენსკიმ.

მანამდე, ზელენსკი ტრამპს სექტემბრის ბოლოს შეხვდა. გამოცემის სამი წყაროს თანახმად, ტრამპმა ზელენსკის უთხრა, რომ უკრაინას არ მიატოვებდა, მაგრამ ომის დასასრულებლად დიპლომატიური გზების ცდასაც შეეცდებოდა.

Axios თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ამ შეხვედრას გერმანიაში აშშ-ს ყოფილი ელჩი, რიჩარდ გრენელი ესწრებოდა. წყაროების თანახმად, ის შესაძლოა ტრამპმა სახელმწიფო მდივნად დანიშნოს და, სავარაუდოდ, უკრაინასთან დიპლომატიურ ურთიერთობებში საკვანძო როლს შეასრულებს.

ტრამპის განცხადებები უკრაინის მხარდაჭერისა და რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ არაერთმნიშვნელოვნად არის აღქმული.

Axios-ის ინფორმაციით, ბაიდენის ადმინისტრაცია ცდილობს, ტრამპის ინაუგურაციამდე, 20 იანვრამდე, რაც შეიძლება მეტი რესურსი მიაწოდოს უკრაინას, ხოლო ბუდაპეშტში EU-ს არაფორმალურ სამიტამდე უნგრეთის პრემიერმავიქტორ ორბანმა თქვა, რომ აშშ- საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების ფონზე, ევროკავშირმა რუსეთ-უკრაინის ომში უკრაინის მხარდაჭერის პოლიტიკას უნდა გადახედოს.  

ტრამპს აქამდე უთქვამს, რომ მას, არჩევნებში მოგების შემთხვევაში, უკრაინაში ომის დასრულება "ძალიან სწრაფად" შეუძლია, რასაც პუტინთან მის "ძალიან კარგი ურთიერთობას" უნდა ვუმადლოდეთ. ამის შესახებ ტრამპმა პირობა დადო უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან 27 სექტემბრის შეხვედრაზეც

მიჩიგანში, მხარდამჭერებთან შეხვედრაზე ტრამპმა განაცხადა, რომ "აშშ- სათავისოდ ყველა ქვეყანა და, მათ შორის, მოკავშირეებიც იყენებენ". 

"უმეტეს შემთხვევაში, ჩვენი მოკავშირეები უარესები არიან, ვიდრე .. მტრები". - თქვა ტრამპმა

კომენტარები