საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის, გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცისა და პოლონეთის პრემიერმინისტრის დონალდ ტუსკის ერთობლივი განცხადების ერთ-ერთ ნაწილს გამოცემა Reuters ავრცელებს.
ვაიმარის სამკუთხედის ფორმატის ფარგლებში გაკეთებულ ერთობლივ განცხადებაში საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის ლიდერები იწერებიან, რომ ისინი ვერ დაუჭერენ მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე დიალოგის დაწყებას, თუკი ქვეყანაში რეფორმები არ გატარდება.
"სანამ საქართველო არ შეცვლის მიმდინარე გეზს და არ აჩვენებს ძალისხმევას, ხელშესახები რეფორმების [გატარების] მხრივ, კონკრეტულად, ბოლოს მიღებული კანონმდებლობის უკან გაწვევით, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებსა და პრინციპებს, ჩვენ არ ვიქნებით საქართველოსთან [ევროკავშირში] გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების მხარდამჭერები". - აცხადებენ საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის ლიდერები.