არჩევნები 2024

არჩევნებზე გამოძიების ჩატარებამდე, ოცნება ვაშინგტონის ლეგიტიმაციას ვერ მიიღებს - კელი

იან კელი

საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩი, იან კელი 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებში ქართული ოცნების გამარჯვებას და არჩევნების სავარაუდო გაყალბებას გადაცემა მარტივ ფორმულაში გამოეხმაურა.

იან კელის შეფასებით, ქართულმა ოცნება ვაშინგტონისგან იქამდე ვერ მიიღებს ლეგიტიმაციას, სანამ არ ჩაატარებს გამოძიებას არჩევნებთან დაკავშირებით.

"ვთვლი, რომ ამერიკელების თვალსაზრისით, რომლებიც მეგობრები არიან საქართველოსთვის მათი მდგომარეობა არ შეცვლილა

ავტორიტარული ლიდერები, როგორიც არის ვენესუელის და ირანის ხელმძღვანელობა, ისინი ულოცავენ ქართულ ოცნებას, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ მოლოცვებს, რომელიც ვაშინგტონიდან მოდის.

ნამდვილად მნიშვნელოვანი გახლავთ, რომ ქართული ოცნების მთავრობამ ძალიან სერიოზულად აღიქვას ფაქტი, რომ ის ვერ მიიღებს საერთაშორისო ლეგიტიმაციას ვაშინგტონიდან, სანამ იმ ბრალდებებს არ გაითავისებენ სერიოზულად, რაც ვაშინგტონიდან მოდის და არ ჩაატარებენ გამოძიებას არჩევნებთან დაკავშირებით.

ჩემთვის ძნელია წარმოვიდგინო ის, თუ როგორ ჩაატარებს ეს მთავრობა ობიექტურ გამოძიებას.

თუ სურთ საერთაშორისო აღიარების მიღება, უნდა ჩაატარონ საერთაშორისო გამოძიება ბრალდებებთან დაკავშირებით". - იან კელიმ [ფორმულას სინქრონული თარგმანი].

კომენტარები