მექსიკის პრეზიდენტის, კლაუდია შაინბაუმი ოფიციალური მილოცვის გავრცელებამდე აშშ-ს პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის ფორმალურ დადასტურებას დაელოდება. ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
შაინბაუმმა, რომელმაც მექსიკის პრეზიდენტის პოსტი გასულ თვეში დაიკავა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ ის ჯერ ხმების დათვლის საბოლოო დასრულებას დაელოდება, თუმცა, მექსიკელებს შეშფოთებოს საფუძველი არ აქვთ.
"ჩვენს თანამემამულეებს, მათ ახლობლებს, რომლებიც აქ არიან, გეუბნებით, რომ შეშფოთების საფუძველი არ არსებობს. მექსიკა ყოველთვის წინ წავა, ჩვენ ვართ თავისუფალი, დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა და ჩვენ გვექნება კარგი ურთიერთობა აშშ-სთან. ამაში დარწმუნებული ვარ". - თქვა შაინბაუმმა.
აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელმა კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა. ხმების დათვლის პროცესი საბოლოოდ ჯერ არ დასრულებულა, თუმცა, ტრამპს ამ მომენტისთვის საარჩევნო კოლეგიის 292 ხმა აქვს მიღებული. არჩევნებში გამარჯვებისთვის 270 ხმაა საჭირო.





