არჩევნები 2024

სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე ოპოზიციის წარმომადგენლებს არ უშვებენ - ბოკუჩავა

კოალიცია ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, თინა ბოკუჩავას თქმით, თბილისის სააპელაციო სასამართლოში, სადაც დღეს, 6 ნოემბერს, 14:00 - საათზე 26 ოქტომბრის არჩევნებზე, ხმის ფარულობის დარღვევის ფაქტებზე განხილვა გაიმართება ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს არ უშვებენ. 

ბოკუჩავას თქმით, პოლიცია "ივანიშვილის უკანონო დავალებებს" ბრმად ასრულებს.

"გაყალბების მიუხედავად, აქვს უფლება, აქვს მიღებული იმდენი ხმის რაოდენობა, რომ გადალახული აქვს, საარჩევნო პროცენტული ბარიერი, აქვს კანონის შესაბამისად უფლება, რომ წარმოდგენილი იყოს სასამართლო პროცესზე, როგორც მხარე, რადგან ამ სასამართლოს გადაწყვეტილება, გავლენას ახდენს უშუალოდ ამ პარტიაზე და ინტერესებზე, რომელიც მოქალაქეებმა გამოხატეს ამ პარტიის მხარდაჭერის სახით.

ასეთია კანონის განმარტება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ ვხედავთ, რომ სხვა კოალიციების პარტიების არც თავმჯდომარეებს და არცერთ სხვა მინდობილ (მათ მიერ მინდობილ პირს) არ აძლევენ შესვლის უფლებას.

ახლაც, მაგალითად განმიმარტეს, რომ “თქვენ აღარ შეგიშევბთ”.

თვითონაც ვერ ჩამოყალიბდნენ, რა ფორმით, რა დოზით დაარღვიონ კანონი, მაგრამ ფაქტია, რომ კანონს არღვევენ, თუმცა ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ქართული პოლიცია ივანიშვილის უკანონო დავალებების ბრა შემსრულებლად გვევლინება ნაცვლად იმისა, რომ დაიცვას კანონი, დაიცვას საქართველოს მოქალაქეების ინტერესები". - თქვა თინა ბოკუჩავამ

კომენტარები