აშშ-ს ჯორჯიის შტატის სახელმწიფო მდივნის, ბრედ რაფენსპერგერის თქმით, მცდარი ცნობები, რომლებმაც შტატის ორ საარჩევნო უბანზე დროებით ხმის მიცემის პროცესი შეაყოვნა, რუსული წარმოშობის იყო.
"ჩვენ შემოგვივიდა [ცნობები] გარკვეულ საფრთხეებზე, რომლებიც რუსული წარმოშობის იყო", განაცხადა რაფენსპერგერმა და დაამატა, რომ "საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესიდან გამომდინარე, ჩვენ ყოველთვის გამოწმებთ მათ [ცნობებს], და გავაგრძელებთ პასუხისმგებლობით მოქცევას, ორდესაც ასეთ ცნობებს მივიღებთ".
ფულტონის ოლქის პოლიციის მიხედვით, ქალაქ ატლანტის სიახლოვეს, იუნიონ სიტის რამდენიმე საარჩევნო უბანზე, ხმის მიცემა დროებით საფრთხის შესახებ შემოსული მცდარი ცნობების გამო შეწყდა.





