ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, არანაცური და არაოცნებური ძალები როგორ იქნებიან წარმოდგენილი პარლამენტში. ამას აქვს ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა და მერწმუნეთ, რომ ბევრი მიმუშავია და კიდევ ბევრს ვიმუშავებ იმისთვის, რომ, როგორმე, ლელო განაცებისგან გადავარჩინოთ. მე ამას არც ვმალავ. ყოველთვის ვამბობდი, რომ ეს ჩემთვის საინტერესოა. მე ვიღაცის ლამაზი თვალები კი არ მომწონს, მე მაქვს ჩვეულებრივი პრაგმატული პოლიტიკური ინტერესი. ეს პოლიტიკური ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ რაც შეიძლება ნაკლები იყოს წარმომადგენელი ამ ორი რადიკალური პარტიიდან, ნაციონალური მოძრაობიდან და ოცნებიდან.
tbl.ge/6u9x
დაკოპირდა

თქვა პარტია საქართველოსთვის ლიდერმა, გიორგი გახარიამ ტვ პირველის ეთერში.
გახარია საქართველოსთვისსაქართველოსთვისგახარია-საქართველოსთვისლელოგიორგი გახარია2024 წლის საპარლამენტო არჩევნები
ამავე თემაზე
- საია: არჩევნების შესახებ სტრასბურგში მიმდინარე საჩივარზე მცდარი ინფორმაცია ვრცელდება
- სტრასბურგის სასამართლომ 2024 წლის არჩევნებზე საიას საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
- ჯორჯიის სახელმწიფო მდივანი: საფრთხეებზე შემოვიდა ცნობები, რომელიც რუსული წარმოშობის იყო
- ამ არჩევნებს რეფერენდუმის მნიშვნელობა აქვს – ზურაბიშვილი შაჰინთან და ტერნერთან
- "დაიცავი არჩევნები" - ცესკოს ყოფილმა თავმჯდომარეებმა ახალი გაერთიანება დააფუძნეს




