მოლდოვა

პესკოვი: ჩვენ არ ვთვლით, რომ სანდუ მოლდოვის პრეზიდენტია

დმიტრი პესკოვი
დმიტრი პესკოვი

კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვი გამოეხმაურა მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელშიც პროდასავლურმა კანდიდატმა, მაია სანდუმ გაიმარჯვა. 

პესკოვის მტკიცებით, არჩევნები არასამართლიან პირობებში ჩატარდა, რადგან რუსეთში მცხოვრებ მოლდოველებს არ მიეცათ ხმის მიცემის საშუალება. 

"ეს არჩევნები არც დემოკრატიული იყო და არც სამართლიანი. რაც შეეხება ქალბატონ სანდუს, თქვენ იცით, ჩვენთვის, არ არის ქვეყნის პრეზიდენტი, რადგან მოლდოვაში მოსახლეობის უმეტესობამ მას ხმა არ მისცა და ვსაუბრობთ ძალიან ძალიან გაყოფილ საზოგადოებაზე. ეს შეუსაბამობები აუცილებლად გაგრძელდება" – თქვა პესკოვმა. 

სანდუმ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მეორე ვადით გაიმარჯვა, მისი ოპონენტი პრორუსი ყოფილი პროკურორი ალექსანდრ სტოიანოგლო იყო. არჩევნების ბედი ემიგრანტი მოლდოველების ხმებმა გადაწყვიტა. 

 

კომენტარები