ჩრდილოეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეამ, სულ მცირე, 7 ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა

ჩრდილოეთ კორეამ აღმოსავლეთ სანაპიროდან, სულ მცირე, შვიდი ბალისტიკური რაკეტა ისროლა. ინფორმაციას იაპონიის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს

ერთი კვირის წინ, ჩრდილოეთ კორეამ მყარი საწვავის ახალი კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა, Hwasong-19 გამოსცადა. 

მანამდე, ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის დამ, კიმ იო ჯონგმა დაგმო აშშ-ის, სამხრეთ კორეისა და იაპონიის ერთობლივი წვრთნები.

იაპონიის თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, სულ მცირე, 7-მა რაკეტამ 400 კილომეტრი დაფარა და იაპონიის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში ჩამოვარდა. 

კომენტარები