რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 31 რუსული დრონი და 1 რაკეტა გაანადგურა

Unian.net

1 ნოემბრის ღამეს უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 31 რუსული უპილოტო საფრენი აპარატი და 1 მართვადი საავიაციო რაკეტა გაანადგურა.

რუსეთმა უკრაინის მიმართულებით სულ 48 დრონი გაუშვა. გარდა ამისა, ოკუპანტებმა სამი X-59 ტიპის მართვადი საავიაციო რაკეტა ხერსონის ოლქის მიმართულებით გაისროლეს. 

საჰაერო თავდაცვის ძალების ცნობით, 14 უპილოტო საფრენი აპარატი ლოკაციურად დაიკარგა, 3 დრონი კი ბელარუსის მიმართულებით გაფრინდა.

დრონები ჩამოგდებულია კიროვგრადის, კიევის, ვინიცკის, ჩერკასის, ჟიტომირის, ხმელნიცკის, სუმის, ჩერნიგოვის, ოდესისა და პოლტავის ოლქებში.

რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.

კომენტარები