31 ოქტომბერს უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 2 რუსული რაკეტა და 17 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა.
საჰაერო თავდაცვის ძალების ანგარიშის მიხედვით ოკუპანტებმა იერიში ოდესის ოლქში მდებარე ხიდის განადგურება სცადეს.
განადგურებულია 2 საავიაციო რაკეტა X-59/69 და 17 შაჰედის ტიპის დრონი.
სულ რუსებმა უკრაინის მიმართულებით 43 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს. გარდა ამისა, რუსეთმა უკრაინა 8 ავიარაკეტით დაბომბეს.
საჰაერო ბრძოლა ოდესის, კიევის, ჩერკასის, კიროვგრადის, ხარკოვის, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის, დონეცკისა და პოლტავის ოლქებში მიმდინარეობდა.
იერიშის მოგერიებაში ჩართული იყო საზენიტო სარაკეტო ჯარები, რადიო ელექტრო ბრძოლის ქვედანაყოფები და უკრაინის შეიარაღებული ძალების მობილური ცეცხლის ჯგუფები.
რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.