არჩევნები 2024

ორბანის საქართველოში ვიზიტის კრიტიკის გამო, უნგრეთმა შვედეთის ელჩი დაიბარა

REUTERS/Irakli Gedenidze

უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით, მისი შვედი კოლეგის, ულფ კრისტერსონი მიერ გავრცელებული კრიტიკული განცხადებების გამო, ოფიციალურმა ბუდაპეშტმა შვედეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარა.

თბილისში ვიზიტის დროს ორბანმა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს თავისუფალი და დემოკრატიული უწოდა, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებს აკრიტიკებენ უნგრეთის მოკავშირე ქვეყნები ევროკავშირიდან და NATO-დან.

კრისტერსონმა კი შვედურ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ უნგრეთის პრემიერი არ საუბრობდა შვედეთის ან სხვა რომელიმე ევროპული ქვეყნის სახელით, თუმცა, "შესაძლოა, ის საუბრობდეს რუსეთის სახელით".

შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა უნგრეთის საგარეო უწყების მიერ ელჩის დაბარების ფაქტი დაადასტურა და აღნიშნა, რომ მხარეებს შორის შეხვედრა უკვე შედგა.

კომენტარები