რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 33 რუსული დრონი გაანადგურა

რუსეთმა გასულ ღამეს უკრაინაზე მასშტაბური საჰაერო თავდასხმა განახორციელა. უკრაინის საჰაერო ძალებმა 62 უპილოტო საფრენი აპარატიდან 33-ის ჩამოგდება შეძლეს, 25 კი რადარებიდან გაქრა. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალები ავრცელებენ.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, დრონებით თავდასხმა კიევის, ჩერკასის, ხმელნიცკის, ხარკოვის, ზაპოროჟიეს, დონეცკის, დნეპროპეტროვსკის, სუმის, ჩერნიგოვისა და პოლტავის ოლქებში განხორციელდა.

კიევზე თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 9 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, 11 წლის ბავშვი. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, სოლომიანსკის რაიონში ჩამოგდებული დრონის ნამსხვრევებმა მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გამოიწვია.

კომენტარები