რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 29 რუსული დრონი გაანადგურა

Defense of Ukraine/X

29 ოქტომბრის ღამეს უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 29 რუსული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა.

სულ უკრაინის საჰაერო სივრცეში 48 რუსული დრონი შეფრინდა. კიდევ 20 უპილოტო საფრენი აპარატი ლოკაციურად დაიკარგა.

"29 ოქტომბერს მტერმა ბალისტიკური რაკეტა ისკანდერ-მ-ით კრივოი როგზე იერიში მიიტანა. გარდა ამისა ოკუპანტებმა გაუშვა 48 დრონი". – წერია საჰაერო თავდაცვის ძალების ანგარიშში.

საჰაერო თავდაცვის ძალებმა დრონები კიევის, ჩერკასის, ვინიცკის, ჟიტომირის, ხმელნიცკის, სუმის, ჩერნიგოვისა და პოლტავის ოლქებში გაანადგურეს.

რუსეთი უკრაინის ტერიტორიას არტილერიითა და ავიაციით ყოველდღიურად ბომბავს.

კომენტარები