ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის (ALDE) 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს და მის შედეგებს ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა.
ALDE შეშფოთებას გამოთქვამს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებსა და კენჭისყრის დღეს გამოკვეთილი დარღვევების შესახებ.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ALDE "უარყოფს არჩევნების შედეგს, რომელიც ეფუძნება ძალადობასა, მოსყიდვას" და მხარს უჭერს, როგორც საქართველოს პრეზიდენტს, ასევე ოპოზიციურ პარტიებს.
"საპარლამენტო არჩევნებმა, რომელიც გასულ კვირას საქართველოში გაიმართა და ქვეყანას შიშის გაურკვევლობის მძიმე ღრუბელი გადააკრა - ჩვენ, ALDE-ს პარტიის პრეზიდენტი, სვენია ჰანი და საერთაშორისო ლიბერალური პრეზიდენტი ჰაკიმა ელ ჰაიტე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საერთო განცხადებას ვავრცელებთ.
გარემოდან გამომდინარე, რომელიც გამოირჩეოდა დაშინებითა და გამოკვეთილი დარღვევებით - როგორც ამას მინიმუმ ხუთი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარი ანგარიშები ადასტურებს - გვარწმუნებს, რომ არჩევნების შედეგი სრულად არ ასახავს ქართველი ხალხის თავისუფალ არჩევანს.
ჩვენ შეშფოთებულები ვართ დოკუმენტურად დადასტურებული დარღვევების დიდი რაოდენობაზე წინასაარჩევნო პერიოდში და 26 ოქტომბრის არჩევნების დღეს.
სადამკვირვებლო მისიების თანახმად, წინასაარჩევნო პერიოდის ახასიათებდა ამომრჩეველთა დაშინების, ზეწოლის, ხმების ყიდვით, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების კონფისკაციისა და მთავრობის მიერ, სახელმწიფო ადმინისტრაციული რესურსების არაპროპორციულად დიდი რაოდენობით გამოყენება.
ამ უმნიშვნელოვანესი არჩევნების ჩატარების დაგმობაში, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის მომავალ ურთიერთობას ევროკავშირთან, ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ გაერთიანებულ ოპოზიციურ პარტიებსა და საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს.
ჩვენ უარვყოფთ შედეგს, რომელიც ეფუძნება ძალადობას, დაშინებას და დემოკრატიული სივრცის შეგნებულ შევიწროებას ქართული ოცნების მიერ და ვაღიარებთ ქართველი ხალხის უმრავლესობის სურვილს, რომ მიჰყვეს ევროატლანტიკურ გზას და უარყოს რუსეთის მზარდი გავლენა მათ ქვეყანაში.
საქართველოს მოქალაქეებს სურთ მომავალი, რომელიც სრულად პატივს სცემს დემოკრატიულ ღირებულებებს, ორიენტირებული იქნება ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალ გზაზე და თავისუფალი რუსეთის გავლენისგან .
ამ მიზნების მისაღწევად, მათ ყოველთვის ექნებათ საერთაშორისო ლიბერალისა და დემოკრატების ალიანსის (ALDE) მხარდაჭერა". - ნათქვამია ALDE-ს განცხადებაში





