არჩევნები 2024

მილერი არჩევნებზე: დარღვევებმა ძირი გამოუთხარა საზოგადოებისა და საერთაშორისო ნდობას

მეთიუ მილერი  
Nathan Howard/AP Photo

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, მეთიუ მილერი, 26 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს გამოეხმაურა და არჩევნებზე დარღვევებთან დაკავშირებით შესაძლო გამოძიებაზე ისაუბრა:

"ჩემს განცხადებაში მე არ დავაკონკრეტე, რომ ქართველმა ოფიციალურმა პირებმა უნდა ჩაატარონ ეს გამოძიება. ჩვენ კონსულტაციები გვაქვს ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან იმის შესახებ, თუ როგორი შეიძლება იყოს შესაბამისი ორგანო მსგავსი გამოძიების ჩასატარებლად". - განაცხადა მილერმა.

ამას გარდა, მილერმა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადება გაიმეორა, რომ არჩევნებზე ხმების ყიდვამ და ამომრჩევლების დაშინებამ "ძირი გამოუთხარა საზოგადოებისა და საერთაშორისო ნდობას სამართლიანი შედეგის შესაძლებლობის მიმართ".

სახდეპის სპიკერმა ასევე განაცხადა, რომ აშშ უერთდება "საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მოწოდებებს არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევების ცნობებზე სრული გამოძიების ჩატარების შესახებ".

კომენტარები