ევროკავშირის 13 ქვეყნის მინისტრი საქართველოში 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს:
ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოში მიმდინარე ვითარებით. საერთაშორისო დამკვირვებლებმა დარღვევები აღნიშნეს როგორც საარჩევნო კამპანიის დროს, ასევენ არჩევნების დღეს . ჩვენ ვგმობთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის საერთაშორისო ნორმების ყველა დარღვევას. ჩვენ ვიზიარებთ მათ შეშფოთებას და მოვითხოვთ საჩივრების მიუკერძოებელ გამოძიებასა და დარღვევების აღმოფხვრის საშუალების შექმნას.
ჩვენ ამ რთულ დროს ქართველების გვერდით ვდგავართ. მნიშვნელოვანია, რომ საპროტესტო აქციები და, განსაკუთრებით, მთავრობის მათზე რეაქცია, მშვიდობიანი დარჩეს. საარჩევნო სანდოობის დარღვევა შეუსაბამობაშია იმ სტანდარტებთან, რომლებიც მოსალოდნელია ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან. ეს [დარღვევები] არის ქართველო ხალხის ლეგიტიმური ევროპული მისწრაფებების ღალატი.
კანონის უზენაესობის, ასევე სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების, უზრუნველყოფა არსებითი მნიშვნელობისაა საქართველოს ევროკავშირის გზაზე ნებისმიერი პროცესისთვის. ჩვენ ვაკრიტიკებთ პრემიერმინისტრ [ვიქტორ] ორბანის ნაადრევ ვიზიტს საქართველოში. იგი არ საუბრობს ევროკავშირის სახელით.
ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენ:
ჩეხეთის ევროპის საკითხთა მინისტრი მარტინ დვორჟაკი;
დანიის ევროპის საკითხთა მინისტრი მარი ბიერი;
გერმანიის სახელმწიფო მინისტრი ევროპისა და კლიმატის საკითხებში ანა ლურმანი;
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა;
ფინეთის ევროპის საკითხთა და საკუთრების მართვის მინისტრი იოაკიმ სტრანდი;
ევროპის საკითხებში საფრანგეთის მინისტრი ბენჟამინ ჰადადი;
ირლანდიის სახელმწიფო მინისტრი ევროკავშირის საკითხებში ჯენიფერ ქერილ მაკნილი;
ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი;
ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი კასპარ ველდკამპი;
ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა, საგარეო ვაჭრობის, განვითარების სფეროში თანამშრომლობისა და ჰუმანიტარულ საკითხთა მინისტრი ხავიერ ბეტელი;
პოლონეთის ევროკავშირის საკითხთა მინისტრი ადამ შლაპკა;
პორტუგალიის ევროპის საკითხთა სახელმწიფო მდივანი ინეს დომინგოსი;
შვედეთის ევროკავშირის საკითხთა მინისტრი იესიკა როსენკრანცი.





