პრეზიდენტი: შემიძლია, ფიცი დავდო, რომ თქვენთან ერთად ვიქნები ბოლომდე ამ ევროპულ გზაზე

თქვენი ხმა მოიპარეს და სცადეს, თქვენი მომავალიც მოიპარონ. მაგრამ ამის უფლება არავის არ აქვს და თქვენ ამის უფლებას არავის არ მისცემთ.

აქ არის ის დროშა, რითაც საქართველომ პირველად გამოაცხადა თანამედროვე ეპოქაში თავისუფლება და დამოუკიდებლობა, ეს არის ის დროშა, რომლის გაგრძელებაა ჩვენი დღევანდელი დროშა, და ორივე დროშის წინაშე მე შემიძლია ფიცი დავდო, რომ თქვენთან ერთად ვიქნები ბოლომდე ამ ევროპულ გზაზე.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, სადაც ცესკოს გამოცხადებულ შედეგებს აპროტესტებენ.

კომენტარები