კიდევ ერთხელ მინდა ქართველ ხალხს გადავუხადო მადლობა. ყველაზე რთულ წუთებშიც ქართველი ხალხი იდგა ჩვენს გვერდით და სწორედ ამან მოგვცა ჩვენ ყველა სირთულის დაძლევის საშუალება. განსაკუთრებით ეს 4 წელი იყო ურთულესი. მთლიანად 12 წელი იყო რთული, არცერთი წელი არ იყო იოლი, სხვადასხვა ტიპის გამოწვევები გვქონდა, მაგრამ განსაკუთრებით რთული იყო ბოლო ოთხი წელიწადი, სხვადასხვა მიზეზების გამო, ყველას არ ჩავუღრმავდები და ყოველ ჯერზე, სადაც იყო განსაკუთრებით რთული მომენტები, ეპიზოდები, წუთები ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში, ქართველი ხალხი დადგა იქ, სადაც ჭირდებოდა ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს.
ქართველმა ხალხმა გამოავლინა განსაკუთრებული სიბრძნე, რაც ეფუძნება იმ გამოცდილებას, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ მიიღო 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ამიტომ განსაკუთრებული მადლობა უნდა გადავუხადოთ კიდევ ერთხელ ქართველ ხალხს გამოცხადებული ნდობისთვის.





