არჩევნები 2024

კობახიძე: წინასწარი მონაცემებით, საკონსტიტუციო უმრავლესობა აბსოლუტურად რეალისტურია

ჩვენ ვართ დარწმუნებული, რომ შენარჩუნებული იქნება მშვიდობა, რომ უზრუნველყოფილი იქნება ქვეყნის წინსვლა და განვითარება.  ამის ერთადერთი გარანტი ამ ქვეყანაში არის ქართული ოცნება - ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება. ჩვენ გვაქვს ამბიციური ამოცანა - მივიღოთ არამხოლოდ უბრალოდ უმრავლესობა საქართველოს პარლამენტში, არამედ ჩვენი სურვილია მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა. წინასწარი მონაცემების მიხედვით, ეს არის აბსოლუტურად რეალისტური ამოცანა, დღევანდელი აქტივობის მონაცემებიც ამაზე მეტყველებს, რომ აბსოლუტურად რეალურია საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება. დანარჩენი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში არის დამოკიდებული ამომრჩევლის აქტიურობაზე, მნიშვნელოვანია თითოეული ამომრჩევლის ხმა, მნიშვნელოვანია მაღალი აქტივობა იმისათვის, რომ ჩვენ მოვიპოვოთ სწორედ საკონსტიტუციო უმრავლესობა, რაც იქნება ყველაზე მყარი გარანტია ქვეყნის სტაბილური, გრძელვადიანი განვითარებისთვის.

ამბობს საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე.

კომენტარები