26 ოქტომბერს რუსეთმა უპილოტო საფრენი აპარატებით კიევზე მიიტანა იერიში. თავდასხმის შედეგად დაიღუპა 14 წლის გოგო.
დრონები საცხოვრებელ კორპუსს დაეჯახა, რის შედეგადაც 17-21 სართულებზე ცეცხლი გაჩნდა.
იერიშის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ექვსი ადამიანი, მათგან ერთი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
რუსეთი უკრაინას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.





