გამოცემა Meduza-ს ინფორმაციით უკრაინის შეიარაღებულ ძალებს წლის უმძიმესი კვირა უდგას. საფრთხის ქვეშ დგას დონბასის რამდენიმე ქალაქი. ფრონტის 7 მონაკვეთზე თავდაცვის კრიზისია.
მედიას 2024 წლის 24 ოქტომბრის მდგომარეობით რეგიონების მიხედვით აქვს გაკეთებული ანგარიში. რა ხდება ფრონტის სხვადასხვა მონაკვეთზე:
კურსკის ოლქი
- რუსეთის ჯარები ჯერ კიდევ ოქტომბრის შუა რიცხვებში სუჯისგან დასავლეთით სოფლები ნოვოივანოვკა და ზელიონი შლახი დაიკავეს, რის გამოც უკრაინული ჯარის ნაწილი ალყაში მოხვედრის საშიშროების წინაშე დგას;
- უკრაინელებმა კორენოვოს რაიონიდან უკან დაიხიეს, ნაწილს რუსული არტილერიისა და დრონების ცეცხლის ქვეშ ფეხით გადაადგილება მოუწია;
- რუსეთის იერიშის შესაჩერებლად უკრაინამ წამოიწყო მსხვილი კონტრშეტევა: 47-ე მექანიზებულმა ბრიგადამ, რომლის შემადგენლობაშია Abrams-ის ტანკები და Bradley-ს ჯავშანმანქანები, ნოვოიავანკოვასა და ზელიონი შლახს შეუტია. გამოქვეყნებული ვიდეოს მიხედვით ზელიონი შლახი რუსეთის კონტროლის ქვეშ რჩება, სიტუაცია ნოვოივანოვკაში ბუნდოვანია;
- რუსეთი აქტიურად უტევს სუჯას. დაუდასტურებელი ინფორმაციით მათ დაიკავეს სოფელი პლეხოვო;

კუპიანსკის ოლქი
- რუსეთის მრავალთვიანი "მცოცავი" იერიში წარმატებით დასრულდა – სამხედროებმა მდინარე ოსკოლზე გასვლა შეძლეს. მდინარის გასწვრივ მნიშვნელოვანი მომარაგების გზა გადის, რომელსაც რუსეთი რეგულარულად ბომბავს და უკრაინას შემოვლითი გზის გამოყენებას აიძულებს;
- რუსეთს მიეცა საშუალება შეუტიოს კუპიანსკს სამი მხრიდან;
- რუსეთის ჯარი აფართოებს პლაცდარმს ოსკოლის სანაპიროსთან მდებარე სოფელ კოლესნიკოვკაში და კრუგლიაკოვკაში;

ჩასოვ იარი
- რუსეთის ჯარებმა ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ გადაკვეთეს სევერსკი დონეცკი-დონბასის არხი, რომელიც ჩასოვ იარის მოპირდაპირედ მდებარეობს. მაგრამ ურბანულ დასახლებაში ჯარის გადაადგილება მაქსიმალურად ნელი იყო: გასულ თვეებში რუსულმა ჯარებმა ქალაქის აღმოსავლეთით მხოლოდ რამდენიმე ქუჩა დაიკავეს;
- ოქტომბრის ბოლოსკენ რუსულმა ქვედანაყოფებმა ჩასოვ იარის სამხრეთით თავდაცვის ხაზი გაარღვიეს. საშიშროების წინაშე დგას მთავარი გზები, რომლებითაც ჩასოვ იარის უკრაინელი დამცველები მარაგდებიან;

ტორეცკი
- ბოლო დღეებში, ტორეცკის მიმართულებით რუსული ჯარების წინსვლა დაჩქარდა: ისინი შეიჭრნენ ქალაქის დასავლეთ გარეუბანში სოფელ ნიუ-იორკიდან და სოფელ ნელეფოვკადან. გაუგებარია გაუძლებს თუ არა ტორეცკის უკრაინული დაცვა ორი მხრიდან - სამხრეთიდან და დასავლეთიდან შეტევებს. სექტემბერში უკრაინის შეიარაღებული ძალების დაჯგუფება ტორეცკში გამაგრდა რამდენიმე ბრიგადით და სხვა მიმართულებიდან გადაყვანილი ცალკეული ბატალიონებით. უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობას სხვა რეზერვები არ გააჩნია;

სელიდოვო და კურახოვო
- რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა სოფელ გორნიაკსა და კურახოვსკოეს წყალსაცავის ხაზს მიაღწიეს. ეს ნიშნავს, რომ აღმოსავლეთით უკრაინული ჯარი აღარ არის. ერთი თვის წინ გაჩნდა ეჭვი, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები გორნიაკსა და დონეცკის აღმოსავლეთ გარეუბნებს შორის არსებული "ჯიბიდან' გაიყვანეს;
- ამ მონაკვეთზე უკრაინის შეიარაღებული ძალების გაყვანა ნიშნავს, რომ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს შეუძლიათ უსაფრთხოდ გამოიყენონ დონეცკი-პოკროვსკის გზა სელიდოვის რაიონამდე. ეს მკვეთრად გააუმჯობესებს პოკროვსკის მიმართულებით მიმავალი ჯგუფის მომარაგებას;
- რუსული ჯარები უტევენ როგორც გორნიაკს, უკანა ფლანგზე მყოფ უკრაინულ შენაერთებსაც. მიზანი არა მხოლოდ გორნიაკის აღებაა, არამედ კურახოვსკის წყალსაცავის დასავლეთით მისვლაა;
- ამავდროულად, რუსული ჯარები, რომლებმაც დაიპყრეს სოფელი მაქსიმილიანოვკა, უკვე მიაღწიეს წყალსაცავის აღმოსავლეთ სანაპიროს და შევიდნენ სააგარაკო დასახლებაში, რომელიც ოფიციალურად ქალაქ კურახოვოს საზღვრებში მდებარეობს;
- რუსეთის ჯარებმა თითქმის მთლიანად ალყა შემოარტყეს პოკროვსკის სამხრეთით მდებარე ქალაქ სელიდოვოს და დაიწყეს მასზე შეტევა. 23 ოქტომბრის საღამოსთვის ქალაქის ცენტრში უკვე ბრძოლები მიმდინარეობდა. მისი აღების შემდეგ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს შეეძლებათ დაიწყონ ოპერაცია პოკროვსკის სამხრეთით;






