ჩვენი მოქალაქეებისთვის, ვინც აქ ცხოვრობენ, მე ვიტყოდი, რომ ნუ გეშინიათ... ხმები იქნება დაცული, არის დაცული, იქნება ფარული კენჭისყრა, ის ხმები და ჭორები, რაც ვრცელდება, რომ ეს აპარატები რაღაცას მოიცავს და შეიძლება, რომ იცოდნენ ვინ, ვის აძლევს ხმას, ეს ჭორები არის გავრცელებული, იმისთვის რომ ხალხში გაჩნდეს ეჭვი და შიში, ეს არ არსებობს, ეს არის ისეთი ელექტრონული პროცედურები, რომლებიც არსებობს სხვადასხვა ქვეყანაში და საერთაშორისო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს ამას, არ წავა იმაზე, რომ თავისი რეპუტაცია საქართველოს არჩევნების გულისთვის კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს. ამიტომ, ყველა უნდა წავიდეს არჩევნებზე, ყველამ უნდა იცოდეს, რომ მისი ხმა იქნება ფარული - თუ მივა. აუცილებელია, რომ არავინ დარჩეს სახლში, არავის შეეშინდეს არჩევნებზე მისვლის.
tbl.ge/6xvt
დაკოპირდა

ამბობს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ტელეკომპანია ფორმულასთან ინტერვიუში.
ამავე თემაზე
- ხუჭუა: ჩემი განხილული საარჩევნო დავა სსკ-ით გათვალისწინებული დანაშაულების ნიშნებს შეიცავს
- მარნეულში, საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრისთვის 2 პირს 1-1 წლით პატიმრობა მიესაჯა
- კობერიძე: ამ არჩევნებზე ოპოზიცია არ იყო მზად
- ცესკო: სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მცდელობას აგრძელებს
- ECHR-მ არჩევნებზე ფარულობის დარღვევის შესახებ ჩვენი საჩივარი დაარეგისტრირა – საია




